“ მ ო მ ღ ე რ ა ლ ი„ ჭ ი ქ ე ბ ი დ ა
„ მ ო მ ღ ე რ ა ლ ი''
ტ ი ბ ე ტ ე უ რ ი ფ ი ა ლ ე ბ ი
პ რ ო ე ქ ტ ი ს მ თ ა ვ ა რ ი ი დ ე ა: ბგერითი მოვლენის შესწავლა. ბგერითი რეზონანსის მოვლენის შესწავლა. მარტივი ექსპერიმენტით მუსიკალური ბგერების მიღება.
პ რ ო ე ქ ტ ი ს ა ქ ტ უ ა ლ ო ბ ა: ბგერითი რეზონანსული მოვლენები გავლენას ახდენს ადამიანზე, ზოგჯერ კეთილისმყოფელს და ზოგჯერ დამანგრეველს. ამიტომ მათი ღრმად შესწავლა მნიშვნელოვანია მედიცინისათვის და ადამიანის უსაფრთხოებისათვის.
პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ი ზ ა ნ ი: იმ მიზეზის გარკვევა, თუ რატომ გამოსცემენ მუსიკალურ ბგერას ჭიქები და ტიბეტური ფიალები. რა მოვლენა უდევს ამ სასწაულს საფუძვლად.
მ ო ნ ა წ ი ლ ე თ ა ა ს ა კ ი: 14–15 წელი.
ვ ა დ ე ბ ი/ხ ა ნ გ რ ძ ლ ი ო ბ ა: 10– დღე.
მ ო ს ა ლ ო დ ნ ე ლ ი შ ე დ ე გ ე ბ ი/პ რ ო დ უ ქ ტ ე ბ ი, რ ა ც შ ე ი ძ ლ ე ბ ა შ ე ი ქ მ ნ ა ს.
მოსწავლე ექსპერიმენტით სწავლობს ბგერის წარმოქმნასა და გავრცელებას, აანალიზებს მას და გამოთქვამს არგუმენტებს თუ რაზეა დამოკიდებული ბგერის ტონი. ცდით აკვირდება თუ როგორ ცვლის ჭიქების მასა და ფორმა, ბგერის ტონალობას.
უვითარდება უნარი ცდის დამოუკიდებლად ჩატარებისა, მიღწეული შედეგების სწორად ფორმულირებისა.
მოიძიებს ინფორმაციას მეცნიერული კვლევის შესახებ და იაზრებს მათ მნიშვნელობებს თანამედროვე ცხოვრებასთან კავშირში. იძენს ინფორმაციას იმის შესახებ თუ როგორ იყენებდნენ ტიბეტელები მომღერალ ფიალებს ადამიანთა სამკურნალოდ.
პ რ ო ე ქ ტ ი ს ა თ ვ ი ს ს ა ჭ ი რ ო ძ ი რ ი თ ა დ ი რ ე ს უ რ ს ე ბ ი:
1.კომპიუტერი. 2. მინის ერთნაირი თხელკიდიანი ფუჟერი. 3.თბილი წყალი.
4. ქაღალდის ფურცლები. 5. საწერკალამი. 6. ინტერნეტი.
პ რ ო ე ქ ტ ი ს მ ს ვ ლ ე ლ ე ლ ო ბ ა (ძირითადი აქტივობები):
1. კლასს დავყოფ 4 ჯგუფად.
2. თითოეულ მივცემ შესაბამის დავალებას.
1) გავლილი საგაკვეთილო მასალიდან: ბგერის წარმოშობა. ბგერის სიმაღლე და ხმამაღლობა. მუსიკალური ბგერები. კამერტონი. რეზონანსი. რეზონატორი.
2) ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, მომღერალი ტიბეტური ფიალების შესახებ. ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, თუ როგორ მღერიან ტიბეტური ფიალები. ვაძლევ რეკომენდაციას მასალები მოიძიონ შემდეგ მსამართებზე: http://web.onetel.net.uk/~naturalearthling/aboutsin.htm
http://jahroma.ru/content/view/151/276
3) ბგერების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
4) ცდა ფუჟერებით.
3. საკითხების მომზადების პროცესში მათი მონიტორინგი.
4. პროექტის პრეზენტაცია.
5. პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა
ექსპერიმენტულად სწავლობს ბგერის წარმოქმნას და გავრცელებას, გამოთქვამს არბუმენტირებულ ჰიპოთეზებს, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, აანალიზებს და განოაქვს შესაბამისი დასკვნები. მოიპოვებს ინფორმაციას ცხოველებისა და ადამიანების მიერ აღქმული ბგერის სიხშირის შესახებ.
პ რ ო ქ ტ ი ს ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ი: ნაზიბროლა წილოსანი.
ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლი ს ე ლ.ფ ო ს ტ ა nazibrolacilosasani@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий